ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ?

„სმარტ კონსულტანტს“ დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის საჭირო რისკების მართვის პროცესში. მომსახურება მოიცავს კორპორატიული რისკის მართვის სფეროს ნებისმიერ ასპექტს - შეფასებიდან რეკომენდაციებამდე. სერვისი დაგეხმარებათ საკუთარი ბიზნესის შიდა და გარე რისკების ანალიზში, რაც თქვენი კომპანიის წარმატების გარანტია.

ჩვენი ინდივიდუალური გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა ხმარდება ყოველი ცალკეული კლიენტის მოთხოვნას. ჩვენი ექსპერტთა გუნდი კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომას იყენებს რისკების მართვის პროცესში.

რას ვაკეთებთ?
რას ვაკეთებთ?

რისკების გამოვლენა და მართვა: კაპიტალდაბანდების უპრიანობაზე იფიქრებთ, თუ ახალი სარეალიზაციო ბაზრების დაპყრობაზე თუ პოტენციური პარტნიორების შერჩევაზე ჩვენ გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურების მთელ სპექტრს თქვენი კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

კორპორატიული ინფორმაციის მოკვლევა: ჩვენ დაგეხმარებით რისკების შემცირების, დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანისა და ბიზნესის სწორად წარმართვის პროცესში.

ინფორმაციის დადგენა/გადამოწმება: მონაცემთა დადგენა/გადამოწმება უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება ახალი კადრების სამსახურში აყვანის პროცესში. ჩვენ გპირდებით ამ პროცესში ყველაზე უტყუარ და ოპერატიულ ინფორმაციას მოგაწვდით. „სმარტ კონსულტანტსი“ დაფუძნებულია იმ მენეჯმენტ გუნდის მიერ, რომელიც სპეციალიზირებული, დახელოვნებული და გათვითცნობიერებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ ინფორმაციის დადგენასა და გადამოწმებაში. შესაბამისად, ჩვენი მომსახურება გთავაზობთ ინფორმაციის სიღრმისეულ ანალიზს და უსაფრთხოების იმ ხარისხს, რომელიც წარმატებას მოგიტანთ როგორც კადრების შერჩევის პროცესში, აგრეთვე ინვესტიციების დაცვისა და კრიტიკული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გთავაზობთ თქვენს ბიზნეს კავშირებთან ასოცირებული რისკების შეფასებას შემდეგი საშუალებებით:

1. ინფორმაციის მოძიება და ცხელ წერტილებზე აქცენტირება

2. ინფორმაციის დადგენა/გადამოწმება

3. ინფორმაციის სიღრმისეული მოკვლევა/ანალიზი

ამასთანავე, გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ მომსახურებას ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის სახით.

დაგვიკავშირდით

ტელეფონი :

+995 599 93 29 08

ელ. ფოსტა :

smartconsultants@yahoo.com